К основному контенту

რატომ "იხურებიან" სტარტაპ-პროექტები?

სტარტაპების "მსხვრევის" მიზეზები ...


სტარტაპების არასახარბიელო სტატისტიკა ("CB Insight" - ის მონაცემებით) აჩვენებს- "მკვდარი" სტარტაპების ზრდის ტენდენციას!

ყველაზე საინტერესოა ის, რომ მიუხედავათ არსებული ინფორმაციის მიღების და ანალიზის უამრავი საშუალებებისა - სტარტაპების "ჩავარდნის" პროცესი გრძელდება.

ამ პროცეს ვერც ის ცვლის, რომ სტარტაპერებს გააჩნიათ სხვისი შეცდომების გათვალისწინების შესაძლებლობა ... ამაოდ...

რომ ვკითხოთ სტარტაპერებს სტარტაპ-პროექტების ჩავარდნის მიზეზებზე - ცოტა ვინმე თუ დაგისახელებთ რეალურ მიზეზებს ... როგორც მინიმუმ, ეს სხვა და სხვა ფაქტორების ერთობლიობაა (და კონცენტრაცია).


შეიძლება მაინც გამოვკვეთოთ სტარტაპ-პროექტების "დახურვის" რამოდენიმე ძირითადი მიზეზი...

1) პროდუქტზე მოთხოვნა არ არის

სტარტაპების გაკოტრების მიზეზების 42%-ის შემთხვევაში - პროდუქტზე დაბალი მოთხოვნილებაა.

შეიძლება ბიზნეს-იდეა იყოს ინოვაციური და ორიგინალური, მაგრამ არ იყოს სათანადო დონეზე განხორციელებული კვალიფიციური მარკეტინგული კვლევა და როდესაც ბიზნესის "ამუშავებისათვის" ყველაფერი მზად არის, აღმოჩნდება, რომ პროდუქტი არავის არ ჭირდება...

მარკეტინგის იგნორირება, ბაზრის ზედაპირული კვლევა, არასწორი პოზიციონირება ან არამიზნობრივ სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტაცია ნიშნავს - "Game Over" ...


2) არასაკმარისი ფულადი სახსრები

სტარტაპების 30%-მა აღიარა, რომ ბიზნეს-პროექტების შეჩერების მიზეზი იყო ფინანსების და საინვესტიციო დანახარჯების არასწორი განაწილება...

წარმოიდგინეთ -  მიუხედავათ იმისა, რომ სტარტაპ-პროექტების ბიზნეს-გეგმები მომზადებული იყო "კვალიფიციური" ფინანსიტების მიერ - ფინანსებმა ვერ "იმუშავეს"!

ერთის მხრივ პარადოქსია, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი საინვესტიციო პროექტის ფინანსურ ანალიზს და შეფასებას ესაჭიროება განსხვავებული მიდგომა და მეთოდები - რაც არ იყო გათვალისწინებული...

3)  საპროექტო რისკები

ამ შემთხვევაში უმეტეს სტარტაპს ჰქონდა საპროეტო რისკების აღწერა, მაგრამ ამ რისკების მართვის მექანიზმები და მეთოდები არ იყო ბოლომდე გააზრებული...

შედეგი - სტარტაპების მოქმედების, პირველი 1-2 წლის განმავლობაში გაკოტრება!

4) არათავსებადი გუნდი

"ადამიანები ხედავენ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც სურთ, ან იმას რაც ამართლებს მათ იდეას თუ დამოკიდებულებას ... და ამასთან ერთადიგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაზედაც დამოკიდებულია ბიზნეს-პროეტის რეალური ბედი"


ხშირ შემთხვევაში სტარტაპ - პროექტების ინიციატორები არიან ადამიანები ვინც კარგათ ერკვევა ტექნოლოგიებში და ტექნიკურ საკითხებში და ამასთან ერთად ყურადღების გარეშე რჩებათ - ბიზნეს-მედელი, მარკეტინგი, გაყიდვების სისტემები, ტაქტიკური მენეჯმენტი და ბიზნეს პროცესები ... ეს კი ნიშნავს სტარტაპის "ჩანასახშივე დაღრჩობას".

5) კონკურენტები

ხშირი სემთხვევაა - ბიზნეს-პროექტების "დროში გაწელვა" და ამის ძირითადი მიზეზია ბიზნეს-მოდელის შეუსაბამლობა და ბიზნეს-პროცესების აღრევა, რაც გამოწვეულია არაკვალიფიციური მენეჯმენტით.

ამასობაში კონკურენტებს უჩნდებათ უპირატესობა, რომ სწრაფად განახორციელონ ანალოგიური პროექტები და პირველები დაფიქსირდნენ ბაზარზე.

ნათქვამია - " ჯობია იყო პირველი, ვიდრე საუკეთესო!"

როგორ შეიძლება წინასწარ ჩავატაროთ სტარტაპის "სიცოცხლისუნარიანობის" დიაგნოსტიკა...

ადამიანებს საერთოდ ახასიათებთ ერთი უჩვეულო რამ ... ისინი ზოგავენ თანხებს პროფილაქტიკურ საშუალებებზე, მაგრამ მზად არიან, რომ გადაიხადონ ნებისმიერი თანხა შექმნილი პრობლემისგან თავის დასაღწევად ...

ანუ, შეიძლება დაზოგონ პირობითად $500 - პროექტის ბიზნეს-მოდელის და ეფექტიანობის შესაფასებლად, მაგრამ შემდგომში დამატებით გაიღონ 100-ჯერ უფრო მეტი თანხა - პროექტის "გადარჩენის" მიზნით...


არსებობს სტარტაპ-პროექტების წინასწარი შეფასების კომპლექსური მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებების საექსპერტო დიაგნოსტიკას:
  • ბიზნეს-იდეა
  • ბიზნეს-მოდელი
  • ბიზნეს-პროცესები
  • მარკეტინგული გეგმა
  • გაყიდვების სისტემა
  • ფინანსების და ხარჯების მართვა
  • მენეჯმენტი
  • ინვესტიციების ფორმა და პირობები
ალბათ მიზანშეწონილია სტარტაპის დაწყებამდე ადამიანმა გადაიხადოს ბიზნეს-დიაგნოზის დასმაში გარკვეული თანხა და თავიდანვე ააწყოს ეფექტიანი ბიზნეს-მოდელი, ვიდრე დახარჯოს თანხები, დრო, ენერგია და ნერვები და საბოლოო ჯამში მიიღოს უარყოფითი შედეგი...

არჩევანი თქვენზეა!

სტარტაპების ბიზნეს-მოდელების საკითხებზე კონსულტაციების მიღება შესაძლებელია "ჩემი ბიზნეს-მოდელი"-ს პროექტის ხელმძღვანელთან!

ტელ. 593 66 72 18





































Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ახალი მარკეტინგის კონცეფცია!

"ის მარკეტინგი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - დარჩა წარსულში და მისი ადგილი დაიკავა ინოვაციურმა და არასტანდარტულმა მარკეტინგმა!" (სერხიო ზაიმანი - <Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი) რატომ ხდება ისე, რომ უამრავი ძვირადღირებული მარკეტინგული პროგრამები სრულ კრახს განიცდიან და ტრადიციული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება ხდება სულ უფრო და უფრო არაეფექტიანი? თანამედროვე მარკეტინგის "გურუ"  - < Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი  სერხიო ზაიმანი იძახის, რომ: < დღეს დადგა მარკეტინგის "რეინკარნაციის" პერიოდი იმდენად, რამდენადაც "კლასიკური მარკეტინგის" ერა უკვე დიდი ხანია დასრულდა!  თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მარკეტინგი წარმოადგენს მხოლოდ ეფექტური რეკლამის და ფასდაკლებების აქციების გამართვას - მაშინ თქვენ "ჩიხში" ხართ შესული... თუ ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ გაყიდვები - საჭიროა, მარკეტინგის მიმართ არასტანდარტული მიდგომა! > და მართლაც, რომ დავფიქრდეთ, თუ რატომ ჩაბარდა ე.წ. "ფ.კოტლერის" მარკეტი...

კოპირაიტინგის საიდუმლო!

რაზე არის დამოკიდებული ინტერნეტ-რეკლამის ეფექტიანობა? " შეიძლება კარგი პროდუქტი ან სერვისი ჰქონდეს კომპანიას, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე ამის შეთავაზება  - ჩათვალეთ, რომ კომპანია კარგავს ყველა უპირატესობას" რა იგულისხმება "სათანადო შეთავაზებაში? ეს არის პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციის და პროდუქტის (ან მომსახურეობის) პრეზენტაციის ფორმა პოტენციურ მომხმარებელთან. თუ არ ჩავთვლით ძვირად ღირებულ სატელევიზიო რეკლამას, არსებობს პოტენციურ კლიენტებთან სულ რამოდენიმე ეფექტიანი საკომუნიკაციო არხი. ეს არის სოციალური მედია-ქსელები (ძირითადათ Facebook), ინტერნეტ - საიტი (Web-Page), E-Mail - მარკეტინგი, სატელეფონო "ცივი" ზარები და რადიო-რეკლამა. (ამ შემთხვევაში რადიო-რეკლამას და სატელეფონო "ცივ" ზარებს არ განვიხილავთ, მათი დაბალი კონვერსიის და ეფექტიანობის გამო) გვრჩება სოციალური ქსელები, ინტერნეტ-საიტი და E-mail-Marketing. აქედან გაყიდვების თვალსაზრისით, მაგალითად ინტერნეტ-გვერდის ეფექტიანობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზ...