К основному контенту

ახალი მარკეტინგის კონცეფცია!

"ის მარკეტინგი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - დარჩა წარსულში და მისი ადგილი დაიკავა ინოვაციურმა და არასტანდარტულმა მარკეტინგმა!"

(სერხიო ზაიმანი - <Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი)

რატომ ხდება ისე, რომ უამრავი ძვირადღირებული მარკეტინგული პროგრამები სრულ კრახს განიცდიან და ტრადიციული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება ხდება სულ უფრო და უფრო არაეფექტიანი?

თანამედროვე მარკეტინგის "გურუ" - <Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი სერხიო ზაიმანი იძახის, რომ: < დღეს დადგა მარკეტინგის "რეინკარნაციის" პერიოდი იმდენად, რამდენადაც "კლასიკური მარკეტინგის" ერა უკვე დიდი ხანია დასრულდა! 

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მარკეტინგი წარმოადგენს მხოლოდ ეფექტური რეკლამის და ფასდაკლებების აქციების გამართვას - მაშინ თქვენ "ჩიხში" ხართ შესული...

თუ ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ გაყიდვები - საჭიროა, მარკეტინგის მიმართ არასტანდარტული მიდგომა! >



და მართლაც, რომ დავფიქრდეთ, თუ რატომ ჩაბარდა ე.წ. "ფ.კოტლერის" მარკეტინგი ისტორიას, შეიძლება ვივარაუდოთ (ჭეშმარიტებასთან ახლოს), რომ კაცობრიობის ისტორიის გათვალისწინებით, მომავლის წინასწარმეტყველება ყოველთვის ეფუძნებოდა წარსულში მიღებულ გამოცდილებას, რაც ფაქტიურად არაფრით "ყავის ჭიქაზე მკითხაობისაგან" არ განსხვავდება!

ცოტა არ იყოს და გაუგებარია, როდესაც ჩვენ (განვითარებადი ქვეყნები) ვხელმძღვანელობთ უცხოური წარმატებული კომპანიების გამოცდილებით (ისტორიული გამოცდილებით) - მარკეტინგულ სტრატეგიებთან და მარკეტინგულ პროგრამებთან მიმართებაში და ველოდებით რაღაც შედეგებს!

ეს ფაქტორი შეიძლება ავხსნათ ძალიან მარტივად!

წარსულში განხორციელებული მარკეტინგული პროგრამები "მუშაობდნენ" აბსოლუტურად განსხვავებულ ბიზნეს-გარემოში და მაშინდელი მომხმერებლის ფსიქოტიპი, ისე როგორც მისი პრიორიტეტები, ფასეულობები და მოთხოვნები, იყო გასხვავებული.

მაშინ, როდესაც ჩვენ "Copy - Paste" - ით ვცდილობთ ამ გამოცდილების გადმოღებას და "კონვერტაციას" განსხვავებულ სამომხმარებლო ბაზრის სივრცეში - ჩვენ უშვებთ შეცდომას.

ამას ემატება მარკეტინგის ისეთი ნაკლებეფექტიანი "კლასიკური მარკეტინგის" ელემენტების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად "Focus Group" - ი.
მომხმარებელთა განწყობის და პროდუქტთან დამოკიდებულების დადგენის ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია მიჩნეულია, როგორც მცდარი მეთოდი.

 სხვა და სხვა ტიპის ფასდაკლებების აქციები არ არის გამოსავალი... მთავრდება აქცია და მომხმარებელი "გარბის" თქვენს კონკურენტებთან (იქ სადაც აქცია იწყება).

პროდუქტის ფასი - ეს ის ფაქტორია, რომელიც ეხმარება მომხმარებელს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ არ არსებობს პროდუქტის შერჩევის სხვა არაფერი დამატებითი კრიტერიუმი ან ფაქტორი.

მარკეტინგის მთავარი "იარაღი" რეკლამაა!
მაგრამ აქაც ჩვენ ვხედავთ პარადოქსულ სიტუაციას!

რეკლამა, რომელიც ყველას მოსწონს ხშირად არ ასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას (და ფუნქციას) - არ ყიდის პროდუქტს!

შეიძლება სარეკლამო რგოლმა მიიღოს "კანის ფესტივალის" დამსახურებული ჯილდო, მაგრამ ის თუ არ ემსახურება გაყიდვების გაზრდას - ესეთი რეკლამის ფასი ნულია.

ხშირად ამ ფაქტორს უძახიან "რეკლამის კანიბალიზმს", როდერსაც მაყურებელს არ უჩნდება პროდუქტის შეძენასთან ასოცირება, მიუხედავათ იმისა, რომ შეიძლება მოეწონოს თვით სარეკლამო სიუჟეტი და რეკლამის ფორმატი.

უმეტესი მარკეტოლოგი მოქმედებს "მარკეტინგი - მარკეტინგისათვის" , მაშინ როდესაც უნდა მოქმედებდეს "მარკეტინგი - მომხმარებლისათვის" სტილში!

დღევანდელი მარკეტინგის პრობლემა მდგომარეობს - მომხმარებელთან კომუნიკაციაში!

კომპანიების ხელმძღვანელები და მარკეტინგის სპეციალისტები "ზომავენ" მომხმარებელს თავისი "საზომით".
უმეტესი მათგანი არც კი იცნობს თავის მიზნობრივ სამომხმარებლო სეგმეტს, რომ არაფერი ვთქვათ მომხმარებელთა პოტენციური ბაზრის ათვისებაზე!

იმისათვის, რომ სწორად დაამყარო მარკეტინგული კომუნიკაცია შენს მომხმარებელთან და სწორ ფორმატში მიაწოდო ე.წ. "Messege" - საჭიროა, რომ იცოდე რითი "სუმთქავს" შენი მომხმარებელი, როგორ ცხოვრობს, რას ნატრულობს და რა აწუხებს, რაზე ოცნებობს და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ცხოვრებაში და ა.შ.


ამიტომაც, ამ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული (და არა მხოლოდ მოდური) გახდა ე.წ. "სარაფანის მარკეტინგი" (ანუ სხვაგვარად "ვირუსული მარკეტინგი"), რომელიც დღეს არის მიჩნეული, როგორც მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ეფექტიანი და მომგებიანი მიმართულება!


მარკეტინგის ეს სახეობა (მინიმალური მარკეტინგის ბიუჯეტის პირობებში) გულისხმობს მომხმარებელთან ისეთი სახის კომუნიკაციას, რის შედეგადაც თვით მომხმარებელი ხდება თქვენი პროდუქციის (ან მომსახურეობის) "პოპულარიზატორი", "რეკლამშიკი" და გამავრცელებელი!
სერხიო ზაიმანი გვეუბნება, რომ - "თანამედროვე მარკეტინგი ითხოვს პირველ რიგში სტერეოტიპების "დამსხვრევას" და ინოვაციური იდეების ტესტირებას.
სხვაგვარად, თქვენ იქნებით ისეთები, როგორც ყველა და ვერასდროს ვერ გაიზრდებით"

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელს, ყოველთვის გააჩნია ისეთი ფარული მოთხოვნილებები, რომლებიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული თქვენი პროდუქტის მეშვეობით...მთავარია ვიცოდეთ, როგორ "გავაღვიძოთ" მომხმარებელში ეს მოთხოვნილებები!

ამაზე პასუხი წარმოდგენილია - "სარაფანის მარკეტინგის" Master - Class-ში:







Комментарии

Популярные сообщения из этого блога

რატომ "იხურებიან" სტარტაპ-პროექტები?

სტარტაპების "მსხვრევის" მიზეზები ... სტარტაპების არასახარბიელო სტატისტიკა ("CB Insight" - ის მონაცემებით) აჩვენებს- "მკვდარი" სტარტაპების ზრდის ტენდენციას! ყველაზე საინტერესოა ის, რომ მიუხედავათ არსებული ინფორმაციის მიღების და ანალიზის უამრავი საშუალებებისა - სტარტაპების "ჩავარდნის" პროცესი გრძელდება. ამ პროცეს ვერც ის ცვლის, რომ სტარტაპერებს გააჩნიათ სხვისი შეცდომების გათვალისწინების შესაძლებლობა ... ამაოდ... რომ ვკითხოთ სტარტაპერებს სტარტაპ-პროექტების ჩავარდნის მიზეზებზე - ცოტა ვინმე თუ დაგისახელებთ რეალურ მიზეზებს ... როგორც მინიმუმ, ეს სხვა და სხვა ფაქტორების ერთობლიობაა (და კონცენტრაცია). შეიძლება მაინც გამოვკვეთოთ სტარტაპ-პროექტების "დახურვის" რამოდენიმე ძირითადი მიზეზი... 1) პროდუქტზე მოთხოვნა არ არის სტარტაპების გაკოტრების მიზეზების 42%-ის შემთხვევაში - პროდუქტზე დაბალი მოთხოვნილებაა. შეიძლება ბიზნეს-იდეა იყოს ინოვაციური და ორიგინალური, მაგრამ არ იყოს სათანადო დონეზე განხორციელებული კვალ...

კოპირაიტინგის საიდუმლო!

რაზე არის დამოკიდებული ინტერნეტ-რეკლამის ეფექტიანობა? " შეიძლება კარგი პროდუქტი ან სერვისი ჰქონდეს კომპანიას, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე ამის შეთავაზება  - ჩათვალეთ, რომ კომპანია კარგავს ყველა უპირატესობას" რა იგულისხმება "სათანადო შეთავაზებაში? ეს არის პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციის და პროდუქტის (ან მომსახურეობის) პრეზენტაციის ფორმა პოტენციურ მომხმარებელთან. თუ არ ჩავთვლით ძვირად ღირებულ სატელევიზიო რეკლამას, არსებობს პოტენციურ კლიენტებთან სულ რამოდენიმე ეფექტიანი საკომუნიკაციო არხი. ეს არის სოციალური მედია-ქსელები (ძირითადათ Facebook), ინტერნეტ - საიტი (Web-Page), E-Mail - მარკეტინგი, სატელეფონო "ცივი" ზარები და რადიო-რეკლამა. (ამ შემთხვევაში რადიო-რეკლამას და სატელეფონო "ცივ" ზარებს არ განვიხილავთ, მათი დაბალი კონვერსიის და ეფექტიანობის გამო) გვრჩება სოციალური ქსელები, ინტერნეტ-საიტი და E-mail-Marketing. აქედან გაყიდვების თვალსაზრისით, მაგალითად ინტერნეტ-გვერდის ეფექტიანობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზ...