К основному контенту

კოპირაიტინგის საიდუმლო!

რაზე არის დამოკიდებული ინტერნეტ-რეკლამის ეფექტიანობა?


"შეიძლება კარგი პროდუქტი ან სერვისი ჰქონდეს კომპანიას, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე ამის შეთავაზება  - ჩათვალეთ, რომ კომპანია კარგავს ყველა უპირატესობას"
რა იგულისხმება "სათანადო შეთავაზებაში?
ეს არის პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციის და პროდუქტის (ან მომსახურეობის) პრეზენტაციის ფორმა პოტენციურ მომხმარებელთან.

თუ არ ჩავთვლით ძვირად ღირებულ სატელევიზიო რეკლამას, არსებობს პოტენციურ კლიენტებთან სულ რამოდენიმე ეფექტიანი საკომუნიკაციო არხი.

ეს არის სოციალური მედია-ქსელები (ძირითადათ Facebook), ინტერნეტ - საიტი (Web-Page), E-Mail - მარკეტინგი, სატელეფონო "ცივი" ზარები და რადიო-რეკლამა.
(ამ შემთხვევაში რადიო-რეკლამას და სატელეფონო "ცივ" ზარებს არ განვიხილავთ, მათი დაბალი კონვერსიის და ეფექტიანობის გამო)

გვრჩება სოციალური ქსელები, ინტერნეტ-საიტი და E-mail-Marketing.


აქედან გაყიდვების თვალსაზრისით, მაგალითად ინტერნეტ-გვერდის ეფექტიანობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე...

SEO-ოპტიმიზაციაზე და სხავა ინტერნეტ-რესურსებზე (Blog, Youtube, Facebook. Linkedin...) განთავსებული - საიტზე გადასასვლელი "ლინკების" ნახვების რაოდენობაზე და მათ ინტენსიურობაზე.

სოციალური ქსელების და E-Mail Marketing - ის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას და როგორ "ვეუბნებით" მომხმარებლებს.

ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ - დამოკიდებულია ე.წ. კოპირაიტინგის (სარეკლამო ტექსტების შედგენის პრინციპები და ხელოვნება) ხარისხზე.


სამწუხაროდ ჩვენთან ამას არ ექცევა შესაბამისი ყურადღება ... და ამაოდ...

თუკი დავაკვირდებით ინტერნეტ-სივრცეში კომპანიების სარეკლამო შეთავაზებებს, ვლინდება რამოდენიმე ისეთი თავისებურება, რომელიც არაეფექტიანს ხდის ნებისმიერ რეკლამას...

ჯერ ერთი, უმეტესი ესეთი შეთავაზება იწყება სიტყვებით - "...გთავაზობთ..." ყოველგვარი შესავლის გარეშე ... მე აღარ ვიძახი კოპირაიტინგის ე.წ. AIDA - პრინციპის დაცვაზე, რომელიც გულისხმობს, პოტენციური კლიენტების მხრიდან :
  1.  ყურადღების მიქცევას
  2. ინტერესის გაჩენას
  3. მოთხოვნილების წარმოქმნას
  4. მოქმედებას



ამასთან ერთად, როგორ წესი კლიენტებს "ელაპარაკებიან" მხოლოდ პროდუქტის მახასიათაბლებზე და აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ მთავარს - კლიენტის სარგებელს... თუ რატომ უნდა შეიძინოს კლიენტმა პროდუქტი და რა ეფექტიანობას მიიღებს ამ პროდუქტის მოხმარების შედეგად.

მთელი პრობლემა იმაშია, რომ სარეკლამო გზავნილების შედგენისას არ ითვალისწინებენ მიზნობრივი კლიენტურის "ფარულ" მოთხოვნილებებს - იმიტომ, რომ პრაქტიკულად არ იცნობენ თავის მიზნობრივ მომხმარებელს!


რა განსხვავებაა სოციალურ ქსელებში განთავსებულ რეკლამას და E-Mail - მარკეტინგს შორის?
E-Mail - მარკეტინგი ითვალისწინებს, პირდაპირი შეთავაზების მიზნობრივი დაგზავნების გარდა E-Mail- გზავნილებზე ხელმოწერას.


თავის მხრივ E-Mail- გზავნილები მოიცავენ მომხმარებლებისათვის საჭირო, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციულ მასალებს... და თუ ამ პროცეს მართავს ნამდვილი პროფესიონალი - ამას მოყვება მარკეტინგის ერთ-ერთი ძალზედ ძლიერი კომპონენტის "სარაფანის მარკეტინგის" ეფექტი, რომლის ეფექტიანობაც ბევრად აღემატება სხვა მარკეტინგულ საშუალებებს!



მაშ ასე - ყველა სახის სარეკლამო ინტერნეტ-რესურსის გამოყენებისას, მთავარი მაინც სარეკლამო ტექსტების შედგენის ხელოვნებაა (ანუ კოპირაიტინგი) და კოპირაიტინგის ტექნიკის სწორად და პროფესიონალურად გამოყენების შემთხვევაში, ყველა სახის სარეკლამო დანახარჯები იქნება გამართლებური!

პროფესიონალი კოპირაიტერის დახმარებით, თქვენ მიიღებთ გაცილებით უფრო მეტ "Benefits" - ვიდრე გაქვთ მოლოდინი!
  • სარეკლამო და კომერციული შეთავაზებების მომზადება
  • ინტერნეტ-გვერდის კონტენტის მომზადება
  • სოციალრ ქსელებისთვის ლიდების ტექსტების მომზადება
  • სარეკლამო სტატიების მომზადება


ერთ-ერთი ესეთი კოპირაიტერია - ვიტო დონომა, რომელიც მზად არის იმისათვის, რომ წარმოადგინოს თქვენი პროდუქტი (ან მომსახურეობა) ეფექტიანად და რაც მთავარია მომგებიანად!


დაუკავშირდით და თქვენ მხოლოდ მოიგებთ!

ტელ.  593 66 72 18


























  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

რატომ "იხურებიან" სტარტაპ-პროექტები?

სტარტაპების "მსხვრევის" მიზეზები ... სტარტაპების არასახარბიელო სტატისტიკა ("CB Insight" - ის მონაცემებით) აჩვენებს- "მკვდარი" სტარტაპების ზრდის ტენდენციას! ყველაზე საინტერესოა ის, რომ მიუხედავათ არსებული ინფორმაციის მიღების და ანალიზის უამრავი საშუალებებისა - სტარტაპების "ჩავარდნის" პროცესი გრძელდება. ამ პროცეს ვერც ის ცვლის, რომ სტარტაპერებს გააჩნიათ სხვისი შეცდომების გათვალისწინების შესაძლებლობა ... ამაოდ... რომ ვკითხოთ სტარტაპერებს სტარტაპ-პროექტების ჩავარდნის მიზეზებზე - ცოტა ვინმე თუ დაგისახელებთ რეალურ მიზეზებს ... როგორც მინიმუმ, ეს სხვა და სხვა ფაქტორების ერთობლიობაა (და კონცენტრაცია). შეიძლება მაინც გამოვკვეთოთ სტარტაპ-პროექტების "დახურვის" რამოდენიმე ძირითადი მიზეზი... 1) პროდუქტზე მოთხოვნა არ არის სტარტაპების გაკოტრების მიზეზების 42%-ის შემთხვევაში - პროდუქტზე დაბალი მოთხოვნილებაა. შეიძლება ბიზნეს-იდეა იყოს ინოვაციური და ორიგინალური, მაგრამ არ იყოს სათანადო დონეზე განხორციელებული კვალ...
რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი რეკლამა იყოს ეფექტიანი? მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზურაშვილი   თქვენ ხედავთ, რამდენად რთული ხდება მომხმარებელთა დარწმუნება. ატყობთ, რომ რეკლამა ხდება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტიანი და გსურთ მდგომარეობის გამოსწორება - მაშინ ეს მინი-წიგნი არის თქვენთვის!   რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენმა რეკლამამ იმუშაოს? რატომ ვხარჯავთ ტყუილად ჩვენს ფულს უმისამართო რეკლამაში? სარეკლამო ბიზნესის ერთ-ერთმა პირველმა ფუძემდებელმა ჯონ უონამეიერმა თქვა: „ჩემი სარეკლამო გზავნილების ნახევარი - არავის არ ჭირდება! უბრალოდ , მე არ ვიცი ეს რომელი ნახევარია . “ მსოფლიოში ყოველწლიურად სარეკლამო ხარჯები აღწევს 332 მილიარდ დოლარს და დადგენილია, რომ აქედან 50% იხარჯება არაეფექტიანად! რამდენიმე მოსაზრება მარკეტინგის შესახებ: საერთოდ, მსოფლიოში, მარკეტინგული აქტივობის ტენდენციების გათვალისწინებით, სულ უფრო მკაფიო ხდება ე.წ. „კლასიკური მარკეტინგის“ მეთოდების არაეფექტიანობა...