К основному контенту

Сообщения

კოპირაიტინგის საიდუმლო!

რაზე არის დამოკიდებული ინტერნეტ-რეკლამის ეფექტიანობა? " შეიძლება კარგი პროდუქტი ან სერვისი ჰქონდეს კომპანიას, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე ამის შეთავაზება  - ჩათვალეთ, რომ კომპანია კარგავს ყველა უპირატესობას" რა იგულისხმება "სათანადო შეთავაზებაში? ეს არის პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციის და პროდუქტის (ან მომსახურეობის) პრეზენტაციის ფორმა პოტენციურ მომხმარებელთან. თუ არ ჩავთვლით ძვირად ღირებულ სატელევიზიო რეკლამას, არსებობს პოტენციურ კლიენტებთან სულ რამოდენიმე ეფექტიანი საკომუნიკაციო არხი. ეს არის სოციალური მედია-ქსელები (ძირითადათ Facebook), ინტერნეტ - საიტი (Web-Page), E-Mail - მარკეტინგი, სატელეფონო "ცივი" ზარები და რადიო-რეკლამა. (ამ შემთხვევაში რადიო-რეკლამას და სატელეფონო "ცივ" ზარებს არ განვიხილავთ, მათი დაბალი კონვერსიის და ეფექტიანობის გამო) გვრჩება სოციალური ქსელები, ინტერნეტ-საიტი და E-mail-Marketing. აქედან გაყიდვების თვალსაზრისით, მაგალითად ინტერნეტ-გვერდის ეფექტიანობა დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზ...

კლიენტურის ლოიალურობა და კომპანიის "ბრენდი"!

კლიენტურის ლოიალურობის პროგრამები, რომლებიც ზრდიან შემოსავლებს! " კომპანიის (ან პროდუქტის) ბრენდის ფასეულობა იზომება კლიენტურის ლოიალურობის დონით! ანუ, რა დამოკიდებულება აქვს კლიენტებს კომპანიის მიმართ" კლიენტურის ლოიალურობა და კომპანიის ბრენდი! მომხმარებლების ლოიალურობის   ტრადიციული მეთოდები, როგორც: ფასდაკლების აქციები ბონუსური და კულების დაგროვების პროგრამები გათამაშებები და სხვა... არ არის საკმარისად ეფექტიანები და მოქმედებენ მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში... როგორც აჩვენებს უცხოური წამყვანი კომპანიების პრაქტიკა - კომპანიის ან პროდუქტის მიმართ მომხმარებელთა ლოიალურობა იწყება მომხმარებლებთან სწორი მარკეტინგული კომუნიკაციით! თუ გაქვთ სურვილი, რომ სამომხმარებლო სეგმენტზე იყოთ განსხვავებულად და მომგებიანად წარმოდგენილები და პრაქტიკულად გამოიყენოთ პოზიციონირების თანამედროვე მეთოდები - მაშინ თქვენ შეგიძლიათ დანერგოთ თქვენს კომპანიაში "კლიენტურის ლოიალურობის მოპოვების პრინციპები და სტანდარტები" კლიენტურის ლოიალურობ...

როგორ ვაქციოთ «Start-Up»-ის პროექტი წამატებულ ბიზნესად?

ახალი მარკეტინგის კონცეფცია!

"ის მარკეტინგი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - დარჩა წარსულში და მისი ადგილი დაიკავა ინოვაციურმა და არასტანდარტულმა მარკეტინგმა!" (სერხიო ზაიმანი - <Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი) რატომ ხდება ისე, რომ უამრავი ძვირადღირებული მარკეტინგული პროგრამები სრულ კრახს განიცდიან და ტრადიციული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება ხდება სულ უფრო და უფრო არაეფექტიანი? თანამედროვე მარკეტინგის "გურუ"  - < Coca-Cola> - ს მთავარი მარკეტოლოგი  სერხიო ზაიმანი იძახის, რომ: < დღეს დადგა მარკეტინგის "რეინკარნაციის" პერიოდი იმდენად, რამდენადაც "კლასიკური მარკეტინგის" ერა უკვე დიდი ხანია დასრულდა!  თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მარკეტინგი წარმოადგენს მხოლოდ ეფექტური რეკლამის და ფასდაკლებების აქციების გამართვას - მაშინ თქვენ "ჩიხში" ხართ შესული... თუ ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ გაყიდვები - საჭიროა, მარკეტინგის მიმართ არასტანდარტული მიდგომა! > და მართლაც, რომ დავფიქრდეთ, თუ რატომ ჩაბარდა ე.წ. "ფ.კოტლერის" მარკეტი...
რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი რეკლამა იყოს ეფექტიანი? მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზურაშვილი   თქვენ ხედავთ, რამდენად რთული ხდება მომხმარებელთა დარწმუნება. ატყობთ, რომ რეკლამა ხდება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტიანი და გსურთ მდგომარეობის გამოსწორება - მაშინ ეს მინი-წიგნი არის თქვენთვის!   რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენმა რეკლამამ იმუშაოს? რატომ ვხარჯავთ ტყუილად ჩვენს ფულს უმისამართო რეკლამაში? სარეკლამო ბიზნესის ერთ-ერთმა პირველმა ფუძემდებელმა ჯონ უონამეიერმა თქვა: „ჩემი სარეკლამო გზავნილების ნახევარი - არავის არ ჭირდება! უბრალოდ , მე არ ვიცი ეს რომელი ნახევარია . “ მსოფლიოში ყოველწლიურად სარეკლამო ხარჯები აღწევს 332 მილიარდ დოლარს და დადგენილია, რომ აქედან 50% იხარჯება არაეფექტიანად! რამდენიმე მოსაზრება მარკეტინგის შესახებ: საერთოდ, მსოფლიოში, მარკეტინგული აქტივობის ტენდენციების გათვალისწინებით, სულ უფრო მკაფიო ხდება ე.წ. „კლასიკური მარკეტინგის“ მეთოდების არაეფექტიანობა...